ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 აპრილს საქართველოში ამინდი დროგამოშვებით ღრუბლიანი იქნება. შესაძლოა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +16, +21°; მაღალ მთაში ღამით +4, +9°, დღისით +14, +19°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით შესაძლებელია სეტყვა. ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან შესაძლებელია ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +19, +24°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +16, +21°.
თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14°, დღისით +28°.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.