როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 ივნისს ივნისს ქუთაისში დღისით +31 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.
ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმში მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში იწვიმებს. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +31, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც წვიმა იქნება. +28 დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც იწვიმებს, დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
ომალოში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +19, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმს. დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)