როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 ნოემბერს ქუთაისში +12 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშია თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით წვიმა და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +10, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურში თოვლიანი დღე და +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +2, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +16 იქნება გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაზარე გრიგორიადისის დედა – ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრ ხალხს, გონება ეფანტება, ამიტომ გადაწყვიტა, ონლაინ ჩართულიყო, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა