როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 მაისს ქუთაისში +19 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს
მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაშიც წვიმს. დღე +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გორში დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურში მოთოვს, დღე +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
რუსთავში დღისით +22 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი -„როიტერის“ სტატია მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და მიზნად ისახავს ყალბი აღქმების შექმნას – როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობდა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გადახედვაზე, მხედველობაში ჰქონდა ურთიერთობების გაღრმავება