ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორია შენობის ნგრევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია

როგორია შენობის ნგრევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია

„გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორი სოფიო ბაბუციძე აცხადებს, რომ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო.
მისი თქმით, პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, უგრძელდება შესაბამისი ინტენსიური მკურნალობა და მეთვალყურეობა, იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ.
„საბედნიეროდ, მისი დაზიანება ამჟამად ქორურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, კონტაქტური და ადეკვატურია. პაციენტს აქვს ქალა-სარქვლის მოტეხილობა, თხემის ძვლის მოტეხილობა. იხსენებს გუშინდელ ფაქტებს ძალიან მძიმედ, კონტაქტურია, ადეკვატურია, ნევროლოგია აბსოლუტურად შენახულია, უგრძელდება ინტენსიური მკურნალობა და მოვლა“, – განაცხადა სოფიო ბაბუცაძემ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი გუშინ ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, ნგრევის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.