პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 0.75%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 52.90 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.60 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 4.62%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 43 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.37 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 8.08%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 14.44 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 672 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 16.52%-ით გაიზარდა, "თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ღირებულება 38.93%-ითაა გაზრდილი, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 41.57%-იან ზრდას აფიქსირებს.
წყარო: Galt & Taggart

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.