ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC ) აქციების ფასი გაიზარდა 0.15%. ამჟამად ერთი აქციის (BGEO) ფასი 66.15 გირვანქა სტერლინგია.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ფასი ბოლო კვირაში 1.34%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქცია (TBCG) 44.15 გირვანქა სტერლინგი ღირს.
"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ფასი ბოლო კვირაში შემცირებულია 2.16%-ით. ამჟამად ერთი აქცია CGEO 18.14 გირვანქა სტერლინგი ღირს.
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 3,25 მლრდ გირვანქა სტერლინგია, "თიბისის" - 2,43 მლრდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ხოლო "საქართველოს კაპიტალის" - 845.3 მლნ გირვანქა სტერლინგის უტოლდება.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ სამ ქართულ კომპანიას შორის, ბოლო 6 თვეში აქციების ფასის ყველაზე დიდი მატება - 60.25% - "საქართველოს კაპიტალს" აქვს.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.
წყარო: Gult & taggart

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.