არქივი14 ივნისი 2025, 00:09
როგორია სასუქის იმპორტი, რომლის ბაზარსაც კონკურენციის სააგენტო შეაფასებს?

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი. როგორც ირკვევა, ფერმერები აჟღერებენ - საცალო ბაზარზე ზემოაღნიშნულ პროდუქციაზე კონკურენციის შემზღუდველი შესაძლო შეთანხმებების არსებობას ან/და დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას, რაც საბოლოო ჯამში ხელმისაწვდომობის კუთხით მოსავლის სარეალიზაციო ფასზეც აისახება.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.