როგორია პარტიების რეიტინგი — „ფორმულა“ Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება:
· ქართული ოცნება/ხალხის ძალა – 32.4%;
· ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი -17.3%;
· ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი – 12.8%.
· საქართველოსთვის – გიორგი გახარია – 11.2%;
· კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა – 9.9%;
· გირჩი – იაგო ხვიჩია- 5.2%;
· ლეიბორისტულ პარტია – 3.3%;
· პატრიოტთა ალიანსი და ალტ ინფო – 2.6%;
· მოქალაქეები – 2.2%;
· ევროპული საქართვლო – 1.9%
· სამართლიანობისთვის – ეკა ბესელია 0.9%;
· სხვა პარტიები – 0.4%.
როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული მაჩვენებელი დათვლილია ალოკაციით, შეწონვის მეთოდით.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” ხელახლა არჩევა დაიმსახურა, 71%-ის აზრით კი, დროა, სხვა პარტიას მიეცეს შანსი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.