როგორია მშრალი ხიდის მიმდებარედ დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა - შემთხვევასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე გაგრძელდა
მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 დეკემბერს, დღის ბოლოს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვიანობამდე გაგრძელდა მოწმეთა გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში. ინციდენტის შედეგად, დაჭრილია ორი ადამიანი, მათ შორის - საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი.
დაკავებულია, სავარაუდო დამნაშავე - 39 წლის მამაკაცი. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ მან მიაყენა ორივე დაზარალებულს სხვადასხვა სახის ჭრილობა. დაჭრილები ამჟამად საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით მიმდინარეობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.