ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 33-ე დღეს – ზურაბ ჩხაიძე

როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 33-ე დღეს – ზურაბ ჩხაიძე

მზია ამაღლობელი 33-ე დღეა შიმშილობს – “ვივა მედის” კლინიკურის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, გამოცემა “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელის მდგომარეობა არ შეცვლილა
როგორც ჩხაიძე “პირველებთან” ამბობს, ჟურნალისტი სრულად ინფორმირებულია მოსალოდნელი გართულების შესახებ და ითვალისწინებს რეკომენდაციებს
“იგივე მდგომარეობაა, უგრძელდება სამედიცინო მონიტორინგის პროცესი. რა თქმა უნდა მარტივი მდგომარეობა არ არის ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად, თუმცა გადაადგილდება თავისი პალატის სივრცეში. შიმშილობა ყოველთვის უკავშირდება გარკვეულ რისკს. ის სრულად ინფორმირებულია მოსალოდნელი გართულების შესახებ და ითვალისწინებს რეკომენდაციებს”, – განაცხადა “პირველებთან” ზურაბ ჩხაიძემ.
ჟურნალისტი კლინიკა “ვივა მედში” წინა კვირას გადაიყვანეს და მონიტორინგის მიზნით ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.