როგორია კახეთში დაჭრილი მამაკაცების მდგომარეობა – მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი

სისხლიანი გარჩევა კახეთში – დაჭრილია სამი ადამიანი. შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, ერთმა პირმა – სამ თანასოფლელს სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილებს ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ და, როგორც ექიმმა განაცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
“ჩატარდა შესაბამისი ქირურგიული ჩარევა. მოთავსებულები არიან შესაბამისს ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ აღენიშნებათ,” – აღნიშნა ექიმმა.
რაც შეეხება მომხდარის მოტივს, ადგილობრივები კონფლიქტის მიზეზებზე ვერ საუბრობენ. ასევე, მომხდარს ბევრი თვითმხილველი არ ჰყავს.
პოლიციამ, მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი