რობინ დანიგანი: მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან თქვა უარი

“ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში ვაშინგტონში ჩავედი, რათა შევხვედროდი ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს საქართველოს მიმართ პოლიტიკაზე და მქონოდა გზამკვლევი, რა სურდათ, რომ ყოფილიყო მათი პირველი მესიჯი საქართველოს მთავრობისთვის. მე დავბრუნდი ამ შეხვედრებიდან და საგარეო მინისტრს ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი ან სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც ქართული ოცნება ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას.
[…] “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში.
ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია. და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილის გამოგზავნით ერთი ქვეყნის მიერ ჩემი ქვეყნისთვის.
ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერმინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. და მაშინ მე მივედი პრემიერმინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან თქვა უარი. მე ყოველთვის მზად ვარ პრემიერმინისტრს შევხვდე, მაგრამ ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერმინისტრისთვის მიმეცა“ – ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნადიმ ხმალაძე: პუტინი შეურაცხადია, ის ომს არ დაასრულებს რადგან თუ ეს გააკეთა საკუთარ თავსაც დაასრულებს. და კიდევ, პუტინს არც უკრაინა და დონბას-ყირიმი სჭირდება . ის დასავლეთს და ამერიკას აჩვენებს ძალას

პაპუაშვილი: ბუბა კიკაბიძე პარლამენტის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი გახლდათ, მაგრამ, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო ჩვენთვის მისი გადაწყვეტილება, რომ დიქტატორი სააკაშვილის პირველი ნომერი ყოფილიყო, მე მგონი, თქვენ არ გახსოვთ ერთი სიტყვაც კი…