ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რობერტ ქოჩარიანის შვილს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

რობერტ ქოჩარიანის შვილს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

სომხეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის შვილს, სედრაკ ქოჩარიანს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები მის ადვოკატზე, ალექსანდრ კოჩუბაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სედრაკ ქოჩარიანი ორი თვით დააპატიმრეს - სასამართლომ გამოძიების მოთხოვნა ხუთ საათზე მეტი ხნის სხდომის შემდეგ დააკმაყოფილა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მან სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური დევნა უწოდა.

ცნობისთვის, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი გუშინ დააკავეს. სომხეთის პროკურატურამ ქოჩარიანის წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურამ ბრალი კიდევ 9 პირს წაუყენა, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის უფროს ვაჟს, სედრაკ ქოჩარიანსა და სომხეთის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს. რობერტ ქოჩარიანის ადვოკატის ცნობით, დაკავების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.