რობერტ ფიცო - მინდა, უნგრეთის პრემიერის მიმართ აღტაცება გამოვხატო იმის გამო, რომ იგი კიევსა და მოსკოვში ყოყმანის გარეშე წავიდა - ჯანმრთელობის მდგომარეობას წასვლის ნება რომ მოეცა, მას სიამოვნებით შევუერთდებოდი
რობერტ ფიცომ ვიქტორ ორბანი კიევსა და მოსკოვში ვიზიტებისთვის შეაქო.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო საჯაროდ პირველად გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც მაისში მას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
„მინდა, უნგრეთის პრემიერის მიმართ ჩემი აღტაცება გამოვხატო იმის გამო, რომ იგი კიევსა და მოსკოვში ყოყმანის გარეშე წავიდა. ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას წასვლის ნება რომ მოეცა, მას სიამოვნებით შევუერთდებოდი“, - განაცხადა რობერტ ფიცომ წმინდა კირილესა და მეთოდეს დღის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე.
შეგახსენებთ, გუშინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვს ეწვია, სადაც განაცხადა, რომ მისი ვიზიტი „დიალოგის აღდგენისთვის პირველ ნაბიჯს“ წარმოადგენდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.