ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის სლოვაკეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის სლოვაკეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ქვეყანაში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს განცხადებები სლოვაკეთის შიდა საქმეებში არაადეკვატური ჩარევაა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ფიცომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა სლოვაკეთში გამართული ანტისამთავრობო აქციების - „სლოვაკეთი ევროპაა“ - მონაწილეების ფოტო, რომლის ქვეშ ეწერა: "ბრატისლავა არ არის მოსკოვი. სლოვაკეთი ევროპაა".
საპროტესტო გამოსვლების კომენტირებისას ფიცომ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და რომ ხელისუფლების შეცვლა მის ქვეყანას მხოლოდ მომავალი არჩევნების შემდეგაა შესაძლებელი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.