ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამის შესახებ BBC პრემიერის მოადგილეზე, რობერტ კალინაკზე დაყრდნობით წერს.
კალინაკმა ასევე განმარტა, რომ ფიცოს კვლავ სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, თუმცა „იმ საფრთხემ, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა, გადაიარა, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის“. თავდასხმის შემდეგ, 59 წლის ფიცოს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალიზებულია. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. 71 წლის თავდამსხმელი დაკავებულია. სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.