ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რობერტა მეცოლა - უკრაინამ უნდა მიიღოს, მორალური, პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ის იმსახურებს - იგივე უნდა ითქვას მოლდოვასთან, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით

უკრაინამ უნდა მიიღოს, მორალური, პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ის იმსახურებს და რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება საკუთარი უსაფრთხოებისთვის. იგივე უნდა ითქვას მოლდოვასთან, საქართველოსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი იმართება.
„მთავარია ერთიანობა, ყველას აქვს რა თქმა უნდა განსხვავებული პოზიცია, ყველას უნდა რაღაც მეტი, ან რაღაც განსხვავებული, მაგრამ სწორედ ამიტომ ვსხედვართ მაგიდასთან, რათა გამოვნახოთ საერთო ენა“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.