რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს
რობერტა მეცოლა ხმათა უმრავლესობით ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტი ავრცელებს.
მეცოლას მხარი 699 დეპუტატიდან 562 დაუჭირა. ის გამარჯვებულად პირველივე ტურში გამოცხადდა.
მეცოლას კონკურენციას ესპანელი ევროპარლამენტარი ირენე მონტერო უწევდა. მან 61 ხმა დააგროვა.
რობერტა მეცოლა 1979 წელს მალტაში დაიბადა. ის ევროპარლამენტის წევრად პირველად 2013 წელს აირჩიეს. 2022 წლის 18 იანვარს ევროპარლამენტის პრეზიდენტის დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო მეცოლა ევროპარლამენტის ახალ ხელმძღვანელად აირჩიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში