ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რობერტა მეცოლა - ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა ერთმანეთის დაცვა შევძლოთ

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროკავშირმა თავდაცვაზე უფრო მეტი უნდა დახარჯოს.
მეცოლა გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატო-სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
„ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას, რომ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა ერთმანეთის დაცვა შევძლოთ და ნებისმიერი მსგავსი განცხადება უნდა იყოს მიღებული იმ გაგებით თუ რა საშიშროებაც შეიძლება მოჰყვეს მას, მაგრამ ასევე მტკიცედ უნდა გავიაზროთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო“, - აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.