რიჰარდს კოლსი – „ქართული კოშმარის” პარტიამ თავისი ყველა ვალდებულება მიატოვა, ქართველი ხალხი არ უნდა დავტოვოთ მათ წყალობაზე ვისაც ევროპული გზა ეზიზღება – რეჟიმი აბუჩად იგდებს დემოკრატიას

„ქართული კოშმარის” პარტიამ თავისი ყველა ვალდებულება და მოჩვენება მიატოვა, ქართველი ხალხი არ უნდა იქნას მათ წყალობაზე მიტოვებული, ვისაც ევროპული გზა ეზიზღება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ვითარება საქართველოში სწრაფად უარესდება. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ მათი მთავრობა ძალადობით, რეპრესიებითა და ტყუილებით პასუხობს. “ქართული კოშმარის” პარტიამ თავისი ყველა ვალდებულება მიატოვა, ისინი აჩუმებენ ოპოზიციას, ავიწროებენ ჟურნალისტებს და სასტიკ ძალას იყენებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
რეჟიმი აბუჩად იგდებს დემოკრატიას. პრინციპების უკან იმალებიან მაშინ, როდესაც მათ ყველა ქმედებით თელავენ. მათი პროპაგანდა პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან არის.
ისინი საკუთარ თავს სტაბილურობის დამცველებად წარმოაჩენენ მაშინ, როდესაც ქაოსს თესავენ და საკუთარ მოქალაქეებს იღებენ სამიზნეში. თუ არაფერს არ ვიზამთ, ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია.
ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს. ქართველი ხალხი არ უნდა იქნას მათ წყალობაზე მიტოვებული, ვისაც ევროპული გზა ეზიზღება,” – განაცხადა კოლსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ?

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში