ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რიწის ტბაზე რუსეთი “ანტიტერორისტულ წვრთნებს” ჩაატარებს – პასუხი საქართველოს სუსს

“10 თებერვალს რიწის ტბაზე ანტიტერორისტული წვრთნები გაიმართება და მასში აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას” – ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის მედია ავრცელებს და წერს, რომ წვრთნები ერთ დღეს გაგრძელდება.
„რიწაზე ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს (აფხაზეთის), ეროვნული გვარდიის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შსს-ს თანამშრომლების მონაწილეობით. გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატარღები, იმუშავებენ მყვინთავები“, – განუცხადა “რიას” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა შს მინისტრმა რობერტ კიუტმა.
მისივე თქმით, იგეგმება “ტერორისტული ჯგუფის შეჭრის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა” და უსაფრთხოების ძალები და მაშველები წყალზე და წყალქვეშ იმუშავებენ დატბორილი მანქანის ეკიპაჟის გადასარჩენად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.