რიჩარდ გირის Jaguar-ი, ბაიდენის კალამი – კიდევ რომელი საკულტო ნივთები გაიყიდა აუქციონებზე უკრაინის დასახმარებლად

ვებსაიტ Слово и дело-ს ჟურნალისტებმა ჩაატარეს აუქციონები სადაც, უკრაინის დასახმარებლად, პოლიტიკოსებსა და ცნობილ ადამიანებს პირადი ნივთების გაყიდვა შეეძლოთ.
ლონდონში აუქციონზე, რომელიც Brave Ukraine საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში გაიმართა, გასულ წელს პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ქურთუკი გაიყიდა. ეს ქურთუკი ეცვა მას ს მიერ ში შეჭრის შემდეგ ჩაწერილ პირველ ვიდეომიმართვაში.
ქურთუკი 90 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, თანხა მიზნად ისახავდა უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას.
გასულ წელს ვაშინგტონში საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდა ზელენსკის ნაქარგი პერანგი, რომელიც მას 19 მაისის დღესასწაულზე ეცვა. მასში მყიდველმა 100 ათას დოლარი გადაიხადა.
აუქციონებზე ასევე გაიყიდა -ს პრეზიდენტის ჯონ ბაიდენის კალამი 600 000 გრივნად (დაახლოებით 16 400 დოლარი), ასევე ორი „ვარსკვლავური” მანქანა: ამერიკელმა მსახიობმა რიჩარდ გირმა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა 1999 წლის Jaguar XK8 კაბრიოლეტი. იგი 31 000 დოლარზე მეტად გაიყიდა. თანხა უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდა.
უკრაინელმა მომღერალმა ანდრეი დანილკომ ლონდონის RM Sotheby's-ის აუქციონზე Queen-ის სოლისტის ფრედი მერკურის 1974 წლის Rolls-Royce Silver Shadow-ის გაიტანა. ის 250 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მაისური კი – მილიონ 50 000 გრივნად.
კიდევ ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა, ს მერმა ვიტალი კლიჩკომ, უკრაინის დასახმარებლად აუქციონზე თავისი პირადი ველოსიპედი გაიტანა, რომელიც 350 ათას გრივნად გაიყიდა. თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების შესაძენად გამოიყენეს.
უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ აუქციონზე ფორტეპიანო გაყიდა. შემოსავალი 400 ათასი გრივნა გადაეცა მე-10 საზღვაო საავიაციო ბრიგადის საჭიროებებს.
Kalush Orchestra-მ აუქციონზე გასული წლის ევროვიზიის 2022 წლის თასი – მინის მიკროფონი 900 000 დოლარად გაყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ