რის მომტანიც არ უნდა იყოს ეს გზა, მის ნამდვილობას მაშინ დავიჯერებ, როდესაც რუსთაველზე ლეიბზე წამოწოლილი თაკო ჩარკვიანს დავინახავ, ქალბატონ თაკოს ეს რომ შეესრულებინა, მერე ვნახავდით, ვინ იქირქილებდა – იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია, თაკო ჩარკვიანის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯერ თავად ქალბატონმა თაკომ უნდა მისცეს სხვებს მაგალითი და რუსთაველზე პირველი თვითონ უნდა გავიდეს:
“რის მომტანიც არ უნდა იყოს ეს გზა, მის ნამდვილობას მაშინ დავიჯერებ, როდესაც რუსთაველზე ლეიბზე წამოწოლილი თაკო ჩარკვიანს დავინახავ. მანამდე, ეს მხოლოდ ვიღაცების ფანტაზიებია. როცა ეს რეალურად ახდება, მერე დავინახავთ, სინამდვილეში რა შედეგი შეიძლება ამას მოჰყვეს. ქალბატონმა თაკომ თვითონ არ მისცა პირველი მაგალითი სხვებს და ამით მისცა მათ საქირქილო საფუძველი, მაგრამ თავად ქალბატონ თაკოს ეს რომ შეესრულებინა, მერე ვნახავდით, ვინ იქირქილებდა,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვინც “ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის, გახარიას იმედად არის დარჩენილი“, ან “პოლიტიკურად ბეცია“, ან “ნეტარი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს