რისთვის ემზადებოდა ბოლო თვე ივანიშვილი? – “ეს მას ვერ დაეხმარება” – სამადაშვილი

ინგლისელი დეპუტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნის ფონზე, კოალიცია “ძლიერ საქართველოში” ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე საკუთარი ფინანსების გადამალვისთვის გასული თვის განმავლობაში ემზადებოდა.
სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ ბრიტანეთის იურისდიქციაში მოქცეული კუნძულებიდან ქონების საქართველოში გადმოტანის მცდელობა ქართველი ოლიგარქის საკეთილდღეოდ ვერ დასრულდება.
გასული თვის მანძილზე ის, ფაქტობრივად, ემზადებოდა იმისთვის, რომ ბრიტანეთის იურისდიქციის მიერ მასზე სანქციების დაწესების შემთხვევაში, გადაემალა საკუთარი ქონება. ეს მას ვერანაირად ვერ დაეხმარება, რადგან უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მიღებული როგორც ბრიტანეთს, ასევე დასავლეთს, თუ როგორ უნდა შეუქმნან სანქცირებულ რუს ოლიგარქებს დისკომფორტი და როგორ მოახრჩონ ფინანსურად. დარწმუნებული ვარ, ბრიტანეთში სანქციების პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება იმიტომ, რომ დღეს როდესაც ივანიშვილი არის ღიად მხილებული პუტინის მოკავშირე, ცხადია, რომ დასავლეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მისი მაქსიმალური შევიწროება. არავინ არ აპირებს, რომ რუსეთის მარიონეტ რუს ოლიგარქს დაუთმოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.
გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის სანქცირებას დიდ ბრიტანეთში უკვე მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს. ოლიგარქის შავ სიაში შეყვანას მომხრეები ლეიბორისტულ პარტიაშიც გამოუჩნდა, რომელიც ახლა მმართველ ძალას წარმოადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია