ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რიჟვაძემ შვილებს ბათუმში მოსწავლის სტატუსი შეუჩერა

რიჟვაძემ შვილებს ბათუმში მოსწავლის სტატუსი შეუჩერა
ბათუმის მერვე საჯარო სკოლამ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შვილებს მოსწავლის სტატუსი განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს.
სკოლის დირექტორის, ქეთევან გვარჯალაძის განმარტებით, გადაწყვეტილება მოსწავლეების დედის, მაგდა მამულაძის წერილობითი განცხადების საფუძველზე მიიღეს.
“ამ ეტაპზე ბავშვებს სტატუსი შეჩერებული აქვთ, თუმცა დოკუმენტაცია სკოლიდან არ გაუტანიათ. მოქმედი წესის მიხედვით, თუ მოსწავლე გარკვეული დროის განმავლობაში არ დადის სკოლაში, მშობლის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია სტატუსის შეჩერება. განცხადება ერთ-ერთმა მშობელმა გადმოაგზავნა. დაბრუნების შემთხვევაში, მათ იმავე კლასში აღუდგებათ სტატუსი. განცხადებაში არ ყოფილა განმარტებული სტატუსის შეჩერების მიზეზი“ – განუცხადა აჭარა თაიმსს გვარჯალაძემ.
გამოცემამ რამდენიმე თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.