ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]

ცნობილმა ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ სუპერ საშუალო წონით კატეგორიაში არგენტინელი ვიქტორ ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.
ბრძოლა ნიუ-იორკში გაიმართა. შეგახსენებთ, 44 წლის სპორტსმენი საქართველოს სახელით აღარ ასპარეზობს.
პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ხურციძემ 38 ბრძოლა გამართა და აქედან მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. ავთანდილს 34 მოგებასთან ერთად 2 ფრეც აქვს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ჩაქუჩამ" 34-დან 23 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო.
შეგახსენებთ, ხურციძე რინგს 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ქართველ სპორტსმენს ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებოდა და სასჯელს ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში იხდიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.