ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რიმა ბერაძე და ნინო წილოსანი სალომე ქურასბედიანს ექომაგებიან

ოცნების დეპუტატები, რიმა ბერაძე და ნინო წილოსანი მათი გუნდის წევრს, სალომე ქურასბედიანს სოციალურ ქსელში მხარდამჭერი ტექსტებით ექომაგებიან. ქურასბედიანმა, რომელიც აქამდე ოცნების პრესკონფერენციებზე არ გამოჩენილა, 21 მაისს ვენეციის კომისიის დასკვნაზე მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.
"ვენეციის კომისიაზე ქართული ოცნების ოფისში ჩატარებულ ბრიფინგს შინაარსობრივად რომ ვერ შეუტიეს, პარლამენტის წევრ სალომე ქურასბედიანს დაესხნენ თავს.
სამწუხაროდ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქალი ოპოზიციონერები, რომლებიც სალომეს უწუნებდნენ იმას, რომ მათსავით გაავებული და სახედაკარგული არ გვევლინება". - წერს წილოსანი Facebook-ზე.
ქურასბედიანი გაამხნევა ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ.
"სალომე, კარგი გოგო ძალიან". - წერს ბერაძე წილოსანის პოსტის კომენტარებში.
ქართული ოცნების ბრიფინგზე, რომელიც რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას ეხებოდა, ქურასბედიანმა კომისია ფაქტების დამახინჯებასა და რადიკალების წახალისებაში დაადანაშაულა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.