ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რიმა ბერაძე: ახალი სახელმძღვანელოები შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის შეძენის მიცემაზე, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე...

რიმა ბერაძე: ახალი სახელმძღვანელოები შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის შეძენის მიცემაზე, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე...
"ახალი სახელმძღვანელოები შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის შეძენის მიცემაზე, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე და ორიენტირებულია სამშობლოს მოყვარული, ეროვნული ღირებულების დამფასებელი მოქალაქის აღზრდაზე. ყველა ის ღირებულება, რომელსაც სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი ეფუძნება, შესანიშნავად არის გადმოცემული მეშვიდე და მეცხრე კლასის სახელმძღვანელოების ფურცლებზე - მამული, ენა სარწმუნოება. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო პრემიერმინისტრის ინიციატივა - ჩემი პირველი ნერგი. რომლის ფარგლებშიც, ჩვენს სკოლებში მოსწავლეები ნერგებს დარგავენ. ეს მხოლოდ გამწვანების პროექტი არ არის. ეს არის ინიციატივა, რომელიც ბავშვებს ბუნებასთან, ზრუნვასთან და პასუხისმგებლობასთან აკავშირებს. თითოეული დარგული ხე იქნება პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დაპირება მომავლისადმი, რომ დღევანდელი მოსწავლეები ხვალ გაიზრდებიან გარემოში, რომლის შექმნაშიც თავადაც ექნებათ წვლილი შეტანილი.
მინდა ეს ნერგები ჩვენი სკოლების ეზოებში მხოლოდ ხეებად კი არა, სიცოცხლის, იმედისა და მომავლის სიმბოლოდ გაიზარდოს..." - თქვა ოცნების დეპუტატმა რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.