ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რიმა ბერაძე: აჩიკო თალაკვაძე არის საუკეთესო გურული, შესანიშნავი პიროვნება, კარგი პოლიტიკოსი, კარგი ადამიანი

"ოცნების" წევრი რიმა ბერაძე ამბობს, რომ ზურაბ აზარაშვილის გადაყენების გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამო მიიღო.

ნახეთ ის პროცესები, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით იყო. ამასთან დაკაშირებით ისაუბრა ბატონმა მთავრობის თავმჯდომარემ, ჰქონდა შეხვედრები და ყველაზე მთავარი ის არის, რომ პრემიერმა გაითვალისწინა ის რეალობა, რაც არსებობდა ამ წუტას და ამის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება", - ამბობს რიმა ბერაძე.

განიხილება თუ არა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე არჩილ თალაკვაძის თანამდებობა, ამასთან დაკავშირებით, რიმა ბერაძე ამბობს, რომ ამაზე გუნდი იმსჯელებს.

აჩიკო თალაკვაძე არის საუკეთესო გურული, შესანიშნავი პიროვნება, კარგი პოლიტიკოსი, კარგი ადამიანი და ამას თვითონ გუნდი გადაწყვეტს ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი. სხვა რაიმეს თქმის უფლება ამ წუთას მე არ შემიძლია", - ამბობს რიმა ბერაძე.  

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.