არქივი12 ივნისი, 2024, 00:12
რიკოთზე გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო - ამ დროისთვის, მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. სამუშაოების დასრულებისთანავე კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგა ორმხრივ რეჟიმში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.