ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რთული ხილვადობის და უამინდობის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალა

რთული ხილვადობის და უამინდობის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალა.
როგორც კახეთის საგზაო სამმართველოში განაცხადეს, ამ მონაკვეთზე ძლიერი ქარბუქია, რის გამოც, გადადგილება დროებით შეიზღუდა.
თუმცა, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა.
ასევე, შუამთის მონასტერთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც ამ მიმართულებით ავტომობილების გადადგილებას აკონტროლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.