რთული ვითარება გურიაში – გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

დიდთოვლობის გამო, გურიის რეგიონში მძიმე მდგომარეობაა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფლების ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, რის გამოც ადგილობრივებს საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგი ეწურებათ. შესაბამისი ცნობები სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება.
Facebook-ზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი “მოხალისეები გურიისთვის” , სადაც მოქალაქეები თვითორგანიზებითა და საკუთარი ძალებით რეგიონში ჩასვლასა და ადგილობრივების დახმარებას გეგმავენ.
ხალხი წერს, რომ სათანადო ყურადღებას არავინ აქცევთ და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებთან მარტოს უწევთ გამკლავება. სოფლების ნაწილს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება. ხალხი წერს, რომ ვერ ახერხებენ იქ მყოფ ახლობლებთან დაკავშირებას. არ იწმინდება გზები.
გუშინ, ოზურგეთში, ტრაგედიაც დატრიალდა. შუახნის კაცი მეზობელს სახლის სახურავის გადათოვლაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა ე.წ. “სინკარი” დაეცა და ადგილზე დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ოფიციალური განცხადება, რა სამუშაოები მიმდინარეობს გურიაში, ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო