არქივი30 ნოემბერი 2024, 11:53
რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება - ზაზა ფაჩულია

ვეტერანი კალათბურთელი და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს საკუთარ "ინსტაგრამზე" ეხმაურება.
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება.
ვგმობ და ვემიჯნები ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ყველანაირ ძალადობას!
საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი", - წერს ზაზა ფაჩულია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.