ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„რთულად წარმომიდგენია, მაგალითად, ვაშაძემ და ხაზარაძემ ერთმანეთი სცემონ და ამით სცადონ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა” – იაგო ხვიჩია

„რთულად წარმომიდგენია, მაგალითად, ვაშაძემ და ხაზარაძემ ერთმანეთი სცემონ და ამით სცადონ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა” – იაგო ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება:
“ზოგადად, ოპოზიციას რომ მღელვარება და “ტემპერატურის აწევა” უნდოდეს წინასაარჩევნოდ, ამაში დაუშვებელი არაფერია და გამორიცხულიც არაფერი არ არის, მაგრამ ის, რომ ისინი დააორგანიზებენ ერთმანეთის ცემა-ტყეპას ისე, რომ ხელისუფლება ვერ გახსნის ამ დანაშაულს, “ტემპერატურა აიწევა” და ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება, მაგის არ მჯერა, რა თქმა უნდა. რთულად წარმომიდგენია, მაგალითად, ვაშაძემ და ხაზარაძემ ერთმანეთი სცემონ, ან ერთმანეთის ცემა შეუკვეთონ და ამით სცადონ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა. უფრო მგონია, რომ შეიძლება, ხელისუფლება აპირებდეს ამას და შემდეგ დანარჩენებისთვის დაბრალებას“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.