არქივი28 მარტი, 2025, 14:12
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი ურთიერთობები და გლობალური საკითხები განიხილეს

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ორმხრივი საკითხები განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. საუბრისას განიხილეს თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები", - აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.