რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებასა და მომავალს, რათა თავისი პოლიტიკური სიცოცხლე გაიხანგრძლივოს

ნეთანიაჰუს მთავრობა თავისი პოლიტიკური სიცოცხლის გასახანგრძლივებლად რეგიონს საფრთხის ქვეშ აყენებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დოჰაში გამართულ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე განაცხადა.
„ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებასა და მომავალს, რათა თავისი პოლიტიკური სიცოცხლე გაიხანგრძლივოს.
17 000 პალესტინელის დაღუპვა, ძირითადად ბავშვებისა და ქალების, ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულია და სამხედრო დანაშაულია. ამ დანაშაულებს არ უნდა გაექცეს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, თავად „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან ომის შედეგად 15,800 პალესტინელი გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ