ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მსურს, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს ანკარაში ან სტამბოლში შეხვდნენ და ტრამპი მოვიწვიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მსურს, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს ანკარაში ან სტამბოლში შეხვდნენ და ტრამპი მოვიწვიო

მსურს, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს ანკარაში ან სტამბოლში შეხვდნენ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ასევე, მსურს, ამ შეხვედრაზე ტრამპიც მოვიწვიო. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებს უახლესი მოლაპარაკებების შემდეგ გადავდგამთ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, დღეს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა „შესანიშნავი“ იყო.

„დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ. ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო. მხარეებს შორის ტყვეების გაცვლამ 1000-ს გადააჭარბა. ტყვეების გაცვლის გარდა, რუსული და უკრაინული მხარეები ცხედრების გაცვლის შესახებაც შეთანხმდნენ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.