არქივი20 ივნისი 2025, 17:08
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელის თავდასხმებით გამოწვეულმა ძალადობის სპირალმა, შესაძლოა, რეგიონსა და ევროპას მიგრაციის ზრდისა და ბირთვული გაჟონვის შესაძლებლობის თვალსაზრისით ზიანი მიაყენოს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ირანსა და ისრაელს შორის ომმა, შესაძლოა, მავნე გავლენა მოახდინოს ევროპაზე მიგრაციის კუთხით.
მედიის ინფორმაციით, ერდოღანმა განაცხადა, რომ კონფლიქტმა, შესაძლოა, მიგრაციის ზრდა გამოიწვიოს, რაც ევროპასა და რეგიონზე უარყოფითად იმოქმედებს.
„ისრაელის თავდასხმებით გამოწვეულმა ძალადობის სპირალმა, შესაძლოა, რეგიონსა და ევროპას მიგრაციის ზრდისა და ბირთვული გაჟონვის შესაძლებლობის თვალსაზრისით ზიანი მიაყენოს“, - აღნიშნა ერდოღანმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.