რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ევროკავშირი ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივისთვის კარი არ მიუხურავს, თუმცა ბლოკში გაწევრიანება მის პრიორიტეტებს შორის აღარ არის, – ინფორმაციას სააგენტო dpa ავრცელებს.

„ევროკავშირი ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, ევროკავშირი წაგებული იქნება, თუ ის თურქეთის უარყოფას გააგრძელებს.

dpa წერს, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია 1999 წლიდან. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, მაგრამ ამჟამად შეჩერებულია ქვეყნის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების უკუსვლის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო