რეჯეფ თაიფ ერდოღანი – არ მჯერა, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება

არ მჯერა, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„გულწრფელად რომ გითხრათ, არ მჯერა, რომ ეს მოხდება [უკრაინაში ომი მალე დასრულდება]. ეს კარგი ამბავი არ არის. მჯერა, რომ ეს გაგრძელდება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მისი თქმით, „ეკონომიკური თვალსაზრისით უკრაინას რუსეთისთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლია, ხოლო ევროპა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას სამუდამოდ ვერ შეძლებს“.
„უკრაინისა და რუსეთის დანაკარგები დიდია. რუსეთის დანაკარგები ბოლო დროს გაიზარდა. იმედია, ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება. ასევე, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება აშშ-ის მხარდაჭერა. წინასწარ ამის შეფასება არ შემიძლია“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს