ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ასტანაში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების დროს უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ანკარის შუამავლობის საკითხი განიხილა.
„კონფლიქტის პირველივე დღიდან გვქონდა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამ მოლაპარაკებების დროს გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა კითხვები იმის შესახებ, თუ სადამდე შეიძლება წავიდეს ჩვენი შუამავლობა, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს იგი? ფაქტობრივად, ჩვენ კვლავ განვიხილეთ შუამავლობის საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან, ბატონ პუტინთან შეხვედრის დროს“, - განუცხადა თურქეთის ლიდერმა ჟურნალისტებს ასტანიდან დაბრუნების შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.