არქივი21 თებერვალი, 2024, 13:22
რეფორმები იქნება მთავარი – მეცოლა კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ
რეფორმები იქნება მთავარი – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერზე“ წერს.
როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს “, – აღნიშნავს რობერტა მეცოლა.
აღნიშნულს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.