ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეტროსპექტივა "თანამედროვე ქართული კინო" - მაყურებელმა კიდევ ერთი ფილმი - "დედე" ნახა

ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, რეტროსპექტივის "თანამედროვე ქართული კინო" ფარგლებში, ფილმის "დედე" ჩვენება გაიმართა. ამასთან, მოეწყო დისკუსია.
მასპინძელი კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზია, რომელიც სტუმრებს 24 დეკემბრის ჩათვლით მიიღებს. რეტროსპექტივის "თანამედროვე ქართული კინო", ლევან ზაქარეიშვილის ფილმით "თბილისი-თბილისი" გაიხსნა, რომლის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და აღდგენილი ვერსია მაყურებელმა დიდ ეკრანზე პირველად ნახა. წარმოდგენილი იყო რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მამა".
რეტროსპექტივის მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ, ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.