რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც მოსამართლეთა ნაწილი კვლავ რჩება, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა – ერთ-ერთი მოსამართლის მიმართულებით აქციის მონაწილეებმა კვერცხები ისროლეს

რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
კერძოდ, ერთ-ერთი მოსამართლე აქციის მონაწილეებმა შეძახილებით გააცილეს, მისი მიმართულებით ისროდნენ კვერცხებს, ასევე, წყალს ასხამდნენ. ამასთან, ადგილზე აღნიშნულ მოსამართლეს სიტყვიერად დაუპირისპირდა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც მას “უნამუსო” უწოდა. ისმოდა შეძახილები: “მონა”, “მონა”, “გაათავისუფლეთ ახალგაზრდები!”.
ერთ-ერთი მოსამართლე კი ტერიტორიის დატოვებას ავტობუსის საშუალებით შეეცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მძღოლს მოუწოდეს, არ აეშვა ის სატრანსპორტო საშუალებაში, რის შემდეგაც ავტობუსმა ტერიტორია დატოვა. მოსამართლემ კი რესტორნის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა.
ამ წუთებში, რესტორან “ბაბილოში” მოსამართლეთა ნაწილი კვლავ რჩება, პარალელურად კი აქცია მიმდინარეობს და საპროტესტო შეძახილები ისმის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია