ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აშენებისა და აღჭურვის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აშენებისა და აღჭურვის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური კლინიკის ახალ პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხების ნაწილი მობილიზებული იქნება სამინისტროს არსებული სახსრებიდან, ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აზარაშვილის თქმითვე, საჭიროების შემთხვევაში, დონორებიც მზად არიან ჩაერთონ როგორც აღჭურვის, ისე მშენებლობის ნაწილში, თუმცა ჯერჯერობით ამის საჭიროება არ იკვეთება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟისა და ახალი შენობის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურები იწყება.
მინისტრის თქმით, სამუშაოების დასრულებას 36-48 თვე დასჭირდება. შედეგად, ქვეყანა უმაღლესი სტანდარტების, თანამედროვე, მრავალპროფილურ სახელმწიფო კლინიკას მიიღებს.

jandacva.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.