რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილს სასამართლოში სარჩელი შეაქვს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების საორგანიზაციო ჯგუფი სასამართლოში სარჩელს შეიტანს. მათი მთავარი მოთხოვნა საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებაა.
სამედიცინო პერსონალის ნაწილი დღეს კლინიკის ეზოში შეიკრიბა და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა.
ექიმების ნაწილის პროტესტის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ იმ კლინიკების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ექიმებს დასაქმებას სთავაზობს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსის, ნინო ოთარაშვილის განცხადებით, თანამშრომლები ტოლფას პოზიციაზე იმავე ანაზღაურებით უნდა დასაქმდნენ, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰქონდათ.
“ვითხოვთ რეორგანიზაციის შეჩერებას, რომ დავუბრუნდეთ სამუშაო მაგიდას და მივიღოთ გადაწყვეტილება – როგორ ვიქცევით შემდგომში. უნდა დავსაქმდეთ ტოლფას პოზიციაზე და იგივე ანაზღაურებით, რომელიც მე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მქონდა. ეს ხდება იმიტომ, რომ რესპუბლიკურის თანამშრომელს, შეიძლება, უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, ვიდრე იმ კლინიკის თანამშრომელს”, – განაცხადა ნინო ოთარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)