რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი კლინიკის დემონტაჟს კვლავ ეწინააღმდეგება – თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს დღესაც შეხვდებიან

რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. პერსონალი კლინიკის დემონტაჟს ეწინააღმდეგება. თანამშრომლები უწყების ხელმძღვანელ პირებს დღესაც შეხვდებიან.
სამინისტროს ინიციატივით, 50 ექიმი უკვე განაწილებულია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში, პარალელურად დაიწყო თანამშრომლებისთვის კომპენსაციების შეთავაზებაც.
თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი. თუ სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, 4 თვის ხელფასს მიიღებს. ხოლო სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა