ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რესპუბლიკური საავადმყოფო აღარ დაინგრევა, ახალი შენობის აშენებამდე – პრემიერი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევის პროექტი შეჩერდა.
ქვეყნის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საავადმყოფოს დემონტაჟი და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები შეჩერდება და შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება ვიდრე არ აშენდება ახლი შენობა.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა რეორგანიზაციას. უახლოეს დღეებში მოვამზადებთ წინადადებს და ამის შემდეგ განისაზღვრება ის, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი. ჩვენი ამოცანა არის, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება ვიდრე არ აშენდება ახალი შენობა, შესაბამისად მომდევნო წლების განმავლობაში, სავარაუდოდ 3 წლის განმავლობაში, საავადმყოფო გააგრძელებს ფუნქციონირებას არსებულ შენობაში, დაახლოებით 3 წლისთავზე უნდა დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდეგ უკვე საავადმყოფო გადავა ახალ შენობაში. ასეთია ის გეგმა, რომელიც შევაჯერეთ ექიმებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, “- ამბობს კობახიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.