პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რესპუბლიკის მოედნისა და რუსთაველის მეტროს კვეთაზე სპეცრაზმი განლაგდა

რესპუბლიკის მოედნისა და რუსთაველის მეტროს კვეთაზე სპეცრაზმი განლაგდა

რესპუბლიკის მოედნისა და რუსთაველის მეტროს კვეთაზე სპეცდანიშნულების რაზმი განლაგდა. პარალელურად, საპოლიციო ძალები მობილიზებული არიან რესპუბლიკის მოედანზე სპეცტექნიკასთან ერთად.
მანამდე სპეცრაზმმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებული აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არიან განლაგებული.
აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.